dakaruli jiSebi - maTenauri

 

მათენაური - (ინგ. ) (რუს. )

სინონიმი: უცნობია. წარმოშობა: აჭარა.

ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა, ქეჩისებურადშებუსული მონაცრისფრო თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე, მცირედშებუსული მონაცრისფრო თეთრი ბუსუსით.

ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, ელიფსური ფორმის, იშვიათად ღიაა, კვერცხისებურია მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი წვერით ან ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე ძალიან მცირედ არის შებუსული აბლაბუდი­სებური ბუსუსით.

ყვავილი: ორსქესიანი.

მტევანი: საშუალოან მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი, საშუალო მასა შეადგენს 96,0 გრამს.

მარცვალი: საშუალო ზომის, ოვალური, შავი ფერის, თხელკანიანი. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი.

ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,4 %, მჟავიანობა 8,0-9,4 გ/ლ.

მოსავლიანობა: 6,5-7,5 ტ/ჰა.

სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.

სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.

დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ყურძნის წვენის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.სოკოვან დაავადებათა მიმართ (განსაკუთრებით ჭრაქისადმი)  ნაკლებად გამძლეა.

დღევანდელი მდგომარეობა:  დაკარგული ჯიში.

წყარო: რამიშვილი მ.

ავტორი: ირმა მდინარაძე.